logo
ENG



მდინარაძე ტრამპის გადარჩენას "ღმერთის წყალობას" უწოდებს

23 ივლ 202414:15
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ტრამპის გადარჩენას "ღმერთის წყალობას" უწოდებს

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის გადარჩენას "ღმერთის წყალობას" უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

მდინარაძემ გააგრძელა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი და ტრამპზე თავდასხმა "ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს" დაუკავშირა.

"ფსევდოლიბერალური ფაშიზმი ამას მოიცავს მათ შორის, რომ ვინც არ დაეთანხმება მათ, ყველა უნდა აბულინგონ, მაგრამ ასე არაა. არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც დაიგეგმა სადღაც. არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ, საბედნიეროდ. ღმერთის წყალობით, მათ შორის, სხვას ვერაფერს დააბრალებ, მაგალითად, ტრამპის გადარჩენას", - თქვა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან. 

14 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა გაკეთდა, რა დროსაც ტრამპმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მალევე ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის ადგილზე მოკლეს. 

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


close დახურვა